საქართველოს მთავრობის
განკარგულება №430
2013 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
,, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის № 405 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის № 405 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფაწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთ ზე საზვავე უბნების კვლევის , მართვის ტექნოლოგიურ-ტექნიკური საშუალებების დადგენისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) გამოუყოს 135 000 ( ას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი .”.
2. განკარგულები ს მე--2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეპარტამენტმა 2013-2014 წლებში უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფაწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთ ზე საზვავე უბნების კვლევის , მართვის ტექნოლოგიურ-ტექნიკური საშუალებების დადგენისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მომსახურების შესყიდვა.“.
3. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–6 პუნქტი:
,,6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ და 2014 წელს განსახორციელებელ მომსახურების შესყიდვას დეპარტამენტი განახორციელებს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი