რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტუ¬რიზა¬ციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
324
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტუ¬რიზა¬ციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №324

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზა­ციის შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგა­დასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზა­ციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადა­დება და განხორციელდეს სააქციო საზოგადოება „დმანისი გაზისა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საჩხერის წყალკანალის“ მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ნორმებით.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია