სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
684
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №6 84

2013 წლის 1 ივლ ისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (06.06.2013.#5/15283) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. დიდივანში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1160 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს და მასზე განთავსებული ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა №1 განაშენების ფართით 336 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 28.18.21.006 ), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

პრემიერ -მინისტრი                  ბიძინა ივანიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია