„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში (სსმ III, 20.01.2010წ., №6, მუხ. 51) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12¹ მუხლი:
„მუხლი 12¹. იპოთეკის რეგისტრაცია სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე
სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკის წარმოშობის/ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი შესაბამის განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას სააგენტოს წარუდგენს უშუალოდ ან ავტორიზებული ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით.“.
|