„საქართველო - განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით“ პროექტის საზედამხედველო კომიტეტის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის №539 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
133
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველო - განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით“ პროექტის საზედამხედველო კომიტეტის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის №539 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 133

2009 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველო - განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით“ პროექტის საზედამხედველო კომიტეტის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის № 539 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველო -განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით “ პროექტის საზედამხედველო კომიტეტის შექმნის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის № 539 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „ საქართველო განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით “ პროექტის დოკუმენტის III ნაწილის (მართვის საკითხები) შესაბამისად შეიქმნას პროექტის საზედამხედველო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

 

გიორგი ხაჩიძე

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარე

პიტერ ბრინკმანი

-

გერმანიის განვითარების ბანკის პროექტის მენეჯერი

დიმიტრი გვინდაძე

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნინო ენუქიძე

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ზაალ ლომთაძე

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საზედამხედველო კომიტეტის მდივანი

სოფიო ქემხაძე

-

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. “ .

 

 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია