საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ „დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში საჭირო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
98
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ „დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში საჭირო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №98

2009 წლის 18 თებერვალი

ქ.თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ „დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში საჭირო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტით“ (ორგანიზაციული კოდი – 35 18 02 13 02) განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია