თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
92
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №92

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქალაქ ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდისათვის გადასაცემად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფოთი, ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია