საქართველოს მთავრობის
განკარგულება №80
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის სხვა განვითარებადი წევრი ქვეყნებისათვის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილი ტექნიკური დახმარების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის სხვა განვითარებადი წევრი ქვეყნებისათვის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილი ტექნიკური დახმარების შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით აცნობოს თანხმობა აზიის განვითარების ბანკს საქართველოში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების განხორციელების შესახებ
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური