საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 82
2013 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ ადმინისტრაციის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 32 ერთეულით, რომელთა ანაზღაურება განხორციელდეს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
2. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი