აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
79
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 79

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑ 3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 31 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 1 წლის ვადით.

პრემიერ-მინისტრი                         ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია