საქართველოს მთავრობის
განკარგულება №373
2013 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
შპს ,,ენერგო-არაგვისათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს ,,ენერგო-არაგვს” (საიდენტიფიკაციო კოდი 204515177) საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენერგო-არაგვს” შორის 2007 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებ ის უზრუნველსაყოფად , შესაბამისი აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიური საზღაურით 100 ლარი, გადასცეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტ ში, არაგვის ხეობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 205 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.06.13.008) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტ ში, არაგვის ხეობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 302 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.06.13.166).
2. განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემ ა ვალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი