საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 74
2013 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 250 ერთეულით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 201 3 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი