საქართველოს მთავრობის
განკარგულება №6 72
2013 წლის 2 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვა ზე გამონაკლისის დაშვების შესახებ
„ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმი ნ ისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამა რთ ლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე არ გავ რცელდეს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რიც ხო ვნობა განისაზღვროს არაუმეტეს 125 ერთეულით.
2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრ თე ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტრო ლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადო ებ რი ვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხ ლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესა ხებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 იანვრის № 53 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი