საქართველოს მთავრობის
განკარგულება №6 70
2013 წლის 2 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - შემოსავლების სამსახურისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის უფლებამოსილების მინიჭებისა და საპრიზო ფონდის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის N637 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - შემოსავლების სამსახურისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის უფლებამოსილების მინიჭებისა და საპრიზო ფონდის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის N637 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი