ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებების მოწონების, გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
71
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებების მოწონების, გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 71

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებების მოწონების, გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს:

ა),,GG-B-UB R A3  საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის  მიზნით, სარდლობისა და გაერთიანებული შტაბის კურსის განვითარების შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების ცვლილება;

ბ) „GG-B-OAI  დამატებითი სასწავლო მოთხოვნების შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების ცვლილება;

გ) „GG-B-DAA A1 დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ამერიკელი მრჩევლებით უზრუნველყოფის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების ცვლილება.

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გრანტის მიღება და განკარგვა.

პრემიერ-მინისტრი                  ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია