სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 41

2013 წლის 1 5 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს უზრუნველყოს „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი­დან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 ივნისის №07/06/03 და „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონ­დიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 დეკემბრის №13/12/05 განკარგულებებით გათვალისწინებული  ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ რეგიონული და მუნიციპა­ლუ­რი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პრო­ გ­ რამული კოდი 25 03 ) და „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტი­ ვების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული „ საქართველოს მუნიცი­ პალური განვი­თარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ მუხლით (პრო­გ­რამული კოდი 25 03 01 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 - ე მუხ­ ლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავ­რობის 2012 წლის 28 დეკემბრის  №2093 განკარგულება „საქართველოს პრე­ზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 ივნისის №07/06/03 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგუ­ ლების პროექტის შესახებ“.

პრემიერ - მინისტრი                            ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია