„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №72 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
345
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №72 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №345

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №72 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორ­ციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №72 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს  1 647 020 (მილიონ ექვსას ორმოცდაშვიდი ათას ოცი) ლარის სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                                ბ . ივანიშვილი

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია