საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 37
2013 წლის 1 5 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ,,საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
,,საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 201 3 წლის 1 იანვრიდან დაშვებულ იქნეს შემდეგი გამონაკლისები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატისათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 160 ერთეულით;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის მიერ განსახორციელებელი პროგრამების ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 160 ერთეულით.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 70 ერთეულით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა:
ბ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 6000 ერთეულით;
ბ.ბ) დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 4500 ლარისა;
ბ.გ) შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობ რივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2000 ლარისა;
ბ.დ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებული თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოე ბის წლიური ოდენობის არაუმეტეს 65%-ით, რომლის გაცემაც მოხდება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის კანონმდებლობით ნაბადართული საკუთარი შემოსავლების ფარგლებში ;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა:
გ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 1524 ერთეულით;
გ.ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტა ტით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოე ბის წლიური ოდენობის არაუმეტეს 40%-ით;
დ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 73 ერთეულით;
ე) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა აპარატის დაფინანსების ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 10 ერთეულით, ხოლო განსახორციელებელი პროგრამებისა და გრანტების ფარგლებში – 62 ერთეულით;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ:
ვ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 399 ერთეულით;
ვ.ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებული თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არაუმეტეს 37%-ით.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი