საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“ ის დაფინანსების მიზნით ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
558
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“ ის დაფინანსების მიზნით ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №558

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“‑ის დაფინანსების მიზნით ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წი­ნადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის დაფინანსების მიზნით ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხ­ლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა, რა­თა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააფორმოს ფინანსური ხელ­შეკ­რულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის დაფინანსების (40 მილიონი ევროს ოდენობის სესხი) მიზნით შემდეგი ფინანსური პირობებით:

 

სესხის ხანგრძლივობა:

25 წელი;

შეღავათიანი პერიოდი:

5 წელი;

სესხის საპროცენტო განაკვეთი (თი­­თოეული ტრანშისთვის განი­სა­ზღვრე­ბა ტრანშის ჩამორიც­ხვამ­დე):

EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლა­დი საპროცენტო განაკვეთი ან ფიქ­სირე­ბუ­ლი საპროცენტო განაკვე­თი;

საპროცენტო მარჟა:

ცვლადი, რომელიც ფიქსირდება თი­­თო­ეული ტრანშის მიღებისას;

ადმინისტრირების გადასახადი:

50,000 ევრო (ერთჯერადი გადა­სა­ხა­­დი).

 

 

პრემიერ-მინისტრი                      ბიძინა ივანიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია