საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 553
2013 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ერ ო ვ ნულმა ადმინისტრაციამ ასპინძაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის „კულტურულ-სპორტული“ ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორცი ე ლოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი