„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016518
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №85

 2014 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2013 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები).

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია