საქართველოს მთავრობის
განკარგულება №84
2014 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულების „საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი B“ საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე
1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 24 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ იქნეს საქართველოს მხრიდან 2013 წლის 26 ნოემბერს და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან 2013 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულება „საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი B“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელმოწერილ ფინანსურ ხელშეკრულებაზე „საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი B“ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენელად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი