საქართველოს მთავრობის
განკარგულება №514
2013 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის DHL-ის და TNT-საგან დიპლომატიური ფოსტის საფოსტო მომსახურების მრავალწლიანი (3 წელი) სახელმწიფო შესყიდვა (ყოველწლიურად 50 000 ლარის ღირებულების ფარგლებში) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი