„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის №2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 15

2013 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის № 2063 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 დეკემბრის № 2063 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიეცეს უფლება განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ციტრუსის მოსავლის აღების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელოს როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ, ასევე სხვა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში და ამ მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხები გადაურიცხოს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს.“.

პრემიერ -მინისტრი            ბ . ივანიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია