საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-01-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №42

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს გამოუყოს 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში დასაფინანსებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, ამ ღონისძიებათა ფარგლებში მოსარგებლეთა მიზნობრივ ჯგუფს, ღონისძიებათა დაფინანსების წესს, პირობებსა და განხორციელების ვადას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პირველი ვიცე-პრემიერის

მოვალეობის შემსრულებელი                                           ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია