„სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №714 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-01-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №714 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №22

2009 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №714 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 5 ნოემბრის №714 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეთხოვოს შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, შესაძლოდ მოკლე ვადებში უზრუნველყოს სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია