საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №7

2009 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სარეკლამო რგოლების საინფორმაციო საშუალებებში განთავსების მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია