„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016171
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

             კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №4

2014 წლის 24 იანვარი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №32 დადგენილებით (სსმ. ვებგვერდი, 25/12/2013; 010250020.35.149.016164) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტში და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0-დან 57001-მდე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ გოგიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია