„საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
5186
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-18
სარეგისტრაციო კოდი
010.210.010.04.001.002.959
„საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (73-ე, 76-ე, 78-ე, მე-80, 92-ე, 94-ე, 98-ე, 109-ე მუხლებით), ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 3 ივლისი.

№5186–რს

კრებსითი — სრული ვერსია