,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
92
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-11
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016281
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №92

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111229045, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016081) დამტკიცებულ  სსიპ „112“-ის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურების გაწევა.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „112“-ის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის ან მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის მეშვეობით;

  ბ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევათა შესახებ ავტომატური შეტყობინებების მიღების მიზნით, მესამე პირებისთვის სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟებისთვის საჭირო ნებისმიერი საქონლის და მომსახურების, მათ შორის, საპროექტო მომსახურების მიწოდება;

  გ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ მიღებული შეტყობინებების დამუშავება და რეაგირების მიზნით შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;

დ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;

ე) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილას მისვლამდე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება;

ვ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

ზ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;

თ) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევების შესახებ შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

ი) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) „112“-ის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;

ლ) მესამე პირების ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის პერიოდული შემოწმება და ტექნიკური მხარდაჭერა; 

მ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა;

ნ) სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების მოწყობა-ორგანიზება საქართველოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევებში ჩამორთმევას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე გადაყვანის და დგომის უზრუნველსაყოფად;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა;

პ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) „112“-ის მიერ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად უზრუნველყოფს მესამე პირების ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის პერიოდულ შემოწმებას და ტექნიკურ მხარდაჭერას;“. 

4. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებას;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

კრებსითი — სრული ვერსია