შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან“ გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
818
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 818

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან“ გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა შედეგად შპს „ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან გამოსახლებულ დევნილებს, რომლებმაც უარი განაცხადეს საკომპენსაციო თანხის მიღებაზე, განსახლებამდე აუნაზღაურდეთ საცხოვრებელი ფართობის დასაქირავებელი ხარჯები დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (კ. სუბელიანი) წლიური საბიუჯეტო კანონით „ დევნილთა დახმარების ფონდისათვის“ დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე

 

დანართი

ყოველთვიური ხარჯი

ნათელა

მარინა

გივი

მანანა

რუსუდან

თენგიზ

უზენაესი სასამართლოს განმარტებები

ბმულები

----

სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2010-2026, ყველა უფლება დაცულია. დამუშავებულია AzRy© LTD-ს მიერ