შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
231
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №231

2013 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ სა­ქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2011 წლის 18 თებერვალს და 2011 წლის 6 აპრილს დადებული ნას­ყი­დო­ბის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის 2013 წლის 1 მაისამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათა­ვისუფლების თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს „შპს „კურორტ საირმის“ სახელმწიფო საკუთ­რებაში არსებული 100% წილის შპს „საირმის განვითარების კომპანიის­თვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართვე­ლოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 თებერვლის №10/02/01 განკარგუ­ლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტის შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღო­ნისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                           ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია