საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
229
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №229

2013 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ერ­ოვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, ფიზიკურ პირ ბადურ ხარაულს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ ბადურ ხარაულს შორის 2012 წლის 28 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტით ნაკისრი ვალ­დებულების შესრულების ვადად განუსაზღვროს საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ (სს „ქიმბოჭკოს“ მიმართ გაკოტრების საქმე) ქ.რუსთავში, მშვიდობის ქ. №12-ში დაკავებული ფართის გამოთავისუფლებიდან 6 (ექვსი) თვე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სა­აგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კა­ნონ­მდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია