ვ. მეგრელიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
390
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ვ. მეგრელიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №390

2005 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

ვ. მეგრელიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად „სახელ­მწიფო პენსიის შესახებ “ და „სახელმწიფო კომპენსაციების შესახებ “ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავ­რობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპრო­ექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია