ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
325
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-07-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-07-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №325

2005 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ

სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის მიზნით:

1. ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობის ადგილად განისაზღვროს ქ. ზუგდიდი, სოხუმის ქ. №2.

2. შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფის “ მიერ ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის დამკვეთის ფუნქციის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ „ საწარმოთა მართვის სააგენტომ “ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებანი, მათ შორის ხელი შეუწყონ შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფას “ , რომ შეისყიდოს მშენებლობისათვის საჭირო მიმდებარე მიწის ნაკვეთები.

3. დამტკიცდეს „ზ უგდიდის სამთავრობო რეზიდენციის მშენებლობისა და აღჭურვის “ თანდართული საპროექტო დავალება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დანართები არ ქვეყნდება.

კრებსითი — სრული ვერსია