საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
749
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 749

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. „ სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომ­პენ­საციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ “ საქარ­თველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის № 116 დად­გენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა სრულ­ყო­ფი­ლად განხორციელების მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­უ­რი) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას უზრუნველ­ყონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებში ამ მიზნით 253 399 (ორას ორმოცდაცამეტი ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის გათვალისწინება;

ბ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნ­ველ­ყოს აღნიშნული თანხის შესაბამისი კომპანიებისათვის ანაზღაურება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია