დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
746
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 746

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

1. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში შექმნილი მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო მოსახ­ლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწი­ლობრივი კომპენსაციის მიზნით 2007 წლის 1 ნოემ­ბრი­დან 2008 წლის 31 დეკემბრამდე, შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიისაგან წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ანაზღაურდეს ყოველ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 120 კვტ/სთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებუ­ლება.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით და ამ განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე სამინისტროსათვის 2008 წლისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძ­ველზე 2008 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დამატებით ასიგნებათა გამო­ყო­ფა განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით ასიგნებათა გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის № 54 განკარგულება.

5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია