|
„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №27(34), მუხ. 493) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნის შესახებ“. |
2.
ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტი. |
3.
ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურის ნუსხა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 17 დეკემბრიდან. |
|