„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის №287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
745
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის №287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 745

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის № 287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესა­ხებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის № 287 გან­კარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კა­ნო­ნის მე-6 მუხლისა და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 93 დადგენი­ლებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდ­ვების სააგენტოსთან არსებული სამეთ­ვალყურეო საბჭოს შემად­გენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

„ უჩა გელაშვილი – საქართველოს ადგილობრივი თვითმმარ­თველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე

ზურაბ გუნცაძე – ფონდ „ ALPE“ -ს დირექტორი

კახა დამენია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

გივი მიქანაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

კახა უშიკაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო სამმართველოს უფროსი

სიმონ შაფაქიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

თამარ ხორბალაძე – სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარ­ტა­მენტის პროდიუსერების ჯგუფის აღმასრულებელი პროდიუსერი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია