„შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
242
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №242

2013 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 და 45 პუნქტები:

„44. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ უფლებამოსილია საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის შედეგად მორჩენილი (მათ შორის ამ განკარგულებით გამოყოფილი საბიუჯეტო სესხის ხარჯზე შეძენილი) მილები და მისი შესაბამისი ფასონური ნაწილები (დანართი №1) საჭიროებისამებრ გამოიყენოს მაგისტრალური გაზსადენების სხვა მონაკვეთების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

45. ამ განკარგულების 44 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ ერთად, უზრუნველყოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია