„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
317
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №317

2013 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №66 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს - 786 ერთეულით.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია