„საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
737
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 737

2007 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხის ნაწილის შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის №657 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახ­ლე­ობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნ­ველ­საყოფად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულებით და შესაბამის სასესხო ხელშეკრულებათა პირო­ბების გათვალისწინებით გაცემული სესხისა და შესა­ბამისი სარგებლის სახელმწიფო ბიუჯეტი­სათვის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით:“ ;

ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„ 1. „ ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგუ­ლი­­რე­ბისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქარ­თველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანების, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 10 ოქტომბრის №16 დად­გენილების საფუძველზე შეცვლილი საბაზრო პირობების გათვალისწინებით და „ საქართველოს ენერგეტიკული სისტე­მისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომა­რაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარ­გულების პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების შესაბამისად შპს „ მტკვარი-ენერგეტიკისათვის“ , შპს „ ყაზტრან­სგაზ-თბი­ლი­სის“ , შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგე­ტიკული კორპორაციის“ , სს „ იტერა-საქართველოსა“ და სს „ ენერ­ჯი-ინვეს­ტისათვის“ გაცემული სესხებიდან 2007 წლის 1 ოქტომ­ბრის მდგომარეობით დასაბრუნებელი 100 067 506 ლარი სეს­ხიდან 38 270 423 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარ­ჩეთ ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ხოლო დარჩენილი 61 797 083 ლა­რის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს `საქარ­თველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შემდეგი პირო­ბების გათვალისწინებით:

ა) შპს „ მტკვარი-ენერგეტიკაზე“ რიცხული 12 826 781 ლარი სესხიდან 56 553 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ მტკვარი-ენერგეტიკას“ , ხოლო 12 770 228 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ;

ბ) შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ რიცხული 56 524 661 ლა­რი სესხიდან 15 123 071 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისს“ , ხოლო 41 401 590 ლა­რის დაბრუნება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ;

გ) შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორ­­პორაციაზე“ რიცხული 16 088 840 ლარი სესხიდან 14 364 394 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს „ სა­­ქარ­თველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ , ხოლო 1 724 446 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს „ საქარ­თველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ;

დ) სს „ იტერა-საქართველოზე“ რიცხული 13 862 466 ლა­რი სესხიდან 8 723 391 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარ­ჩეს სს „ იტერა-საქართველოს“ , ხოლო 5 139 075 ლარის დაბ­რუნება გადაეკისროს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გა­ზის კორპორაციას“ ;

ე) სს „ ენერჯი-ინვესტზე“ რიცხული 764 758 ლარი სეს­ხიდან 3 015 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს „ ენერჯი-ინვესტს“ , ხოლო 761 743 ლარის დაბრუნება გა­დაე­კის­­როს შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორ­პო­რა­ციას“ ;

ვ) შპს „ მტკვარი-ენერგეტიკამ“ , შპს „ ყაზტრანსგაზ-თბი­ლისმა“ , შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკუ­ლმა კორ­პორაციამ“ , სს „ იტერა-საქართველომ“ და სს „ ენერჯი-ინვესტმა“ 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ძირითად სესხზე დარიცხული პროცენტი ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ ა-ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად დარჩენილი სესხი და 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარჩენილ სესხზე დარიცხული პროცენტი დაფარონ 2008 წლის 1 იან­ვრამდე;

ზ) შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორა­ციამ“ გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის  შემდეგ  დარიცხული  პროცენტი დაფაროს 2010 წლის 1 ია­ნ­ვრამდე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულე­ბის პირობების შესაბამისად უზრუნველყონ შპს „ მტკვარი-ენერგეტიკასთან“ , შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ , შპს „ სა­ქარ­თვე­ლოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორა­ციასთან“ , სს „ იტერა-საქართველოსთან“ , სს „ ენერჯი-ინვესტ­სა“ და შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორა­ციასთან“ სათა­ნადო ხელშეკრულებების გაფორმება, რომელთა საფუძველზეც აგრეთვე გაუქმდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის №1 განკარგულების მიხედვით შპს „ მტკვარი-ენერგე­ტიკასთან“ 2007 წლის 4 იანვარს გაფორ­მებული 0101-8296, შპს „ ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ 2007 წლის 22 იანვარს გაფორ­მე­ბული 0401-8296, შპს „ საქართველოს საერთაშორისო ენერგე­ტიკულ კორპორა­ციასთან“ 2007 წლის 17 იანვარს გაფორმებული 02-03.01-8296, სს „ იტერა-საქარ­თველოსთან“ 2007 წლის 16 იანვარს გაფორმებული 02-02.01-8296, სს „ ენერჯი-ინვესტ­თან~ 2007 წლის 20 აპრილს გაფორმებული 35.04-8296 ხელშეკრულებები.

3. ქვეყანაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით შპს „ საქართველოს ნავ­თო­ბისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს ბუნებრივი აი­რის რეალიზაცია: სულ ცოტა 143 აშშ დოლარის ეკვი­ვა­ლენ­ტი სა­ქართველოს ეროვნული  ვალუტით  (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებების შესაბამი­სად, შპს „ მტკვარი-ენერგეტიკისათვის“ , სს „ ენერჯი-ინვესტისა“ და სს „ თბილსრესისათვის“ – სულ ცოტა 25 აშშ დოლარის ეკვი­ვა­ლენტი საქართველოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე მხარეთა მიერ დადებული ხელ­შეკრუ­ლებების შესა­ბამისად ნავთობისა და გაზის ხელშეკ­რულებების საფუძველ­ზე მოპოვებული სახელმწიფოს კუთვნი­ლი წილის მომყოლ (თანამდევ) ბუნებრივ აირზე; ხოლო ყვე­ლა სხვა საბითუმო მიმ­წოდებლებისა და მომხმარებლე­ბისათ­ვის – სულ ცოტა 167 აშშ დოლარის ეკვივალენტი საქარ­თვე­ლოს ეროვნული ვალუტით (დღგ-ის გარეშე) 1000 მ3-ზე.“ ;

გ) განკარგულების მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია