საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1019
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №101 9

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1 .  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს , რომ ფიზიკურ პირებს: ლიანა ხუციშვილს (პირადი №01001018462) და თინათინ ფანჩვიძეს (პირადი №57001004286)   თანასაკუთრებაში   გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქ. №23- ში მდებარე 247 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ფინური კოტეჯი) განაშენიანების ფართით 94 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №64.10.04.588), ფიზიკური პირების: ლიანა ხუციშვილის და თინათინ ფანჩვიძის თანასაკუთრებაში არსებული , ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული 300 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №64. 30. 02. 524) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2 .    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ -მინისტრი                                               ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია