„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
296
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №296

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შე­საბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპანიამ უზრუნველყოს ქ.წყალტუბოში შემდეგი სამუშაოების და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა:“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

 „ა.ე) წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრუქციის საპროექტო მომსა­ხუ­რება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტ­როს რეკომენდაციების შესაბამისად;“;

გ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპანიამ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები განა­ხორ­ციელოს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონ­დის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე;“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებ­ში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნ­ქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შეს­ყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ‑მინისტრი                                          ბ. ივანიშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია