სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1007
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1007

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ ‑ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ ‑ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრმა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მოწყობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩასატარებლად შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშ-უალებით.

2.  სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს 2013 წლის სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია