საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1003
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
თ. შერგელაშვილისა და ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე მომხსენებლებად დაინიშნონ: საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი