საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 9 94
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროგრამის „ Docstories Georgia საქართველოში“ განხორციელებისათვის საჭირო 48 875 (ორმოცდარვა ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ღირებულების საქონელისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი