საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
989
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 9 89

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ –საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა , საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებით დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსაგან საექსპერტო მომსახურების შესყიდვა, რის საფუძველზეც მოხდება ფონდსა და სს „ ინჟმშენს “ შორის „ ქ . წყალტუბოში დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელ ი უბნის მშენებლობასთან დაკავშირებით “ გაფორმ ებული ხელშეკრულებების (6 ხელშეკრულება) ფარგლებში მშენებლობის შედეგად გამოვლენილი დეფექტების იდენტიფიცირება და შეფასება ;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №5 49 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილებით დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიისათვის, „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად მიღებული შედეგების წარდგენა, შესაბამისი რეკომენდაციების მიღების მიზნით .

პრემიერ-მინისტრი   ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია