„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
2766
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2014-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016264
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 2 766

2014 წლის 2 1 იანვარი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ზ)  შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რ ეგისტრაცია, მის რეგისტრაციაზე უარის თქმა, აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღება და კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელება;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ ლ1 ) იღებს გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რ ეგისტრაციის, მის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღების თაობაზე;“;

გ) მე-15 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რ ეგისტრაციის, მის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღების მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში რეგისტრაციის ან რეესტრიდან ამოღების ტექნიკური უზრუნველყოფა;“;

გ.ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რ ეგისტრაციის, მის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღების მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში რეგისტრაციის ან რეესტრიდან ამოღების ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                      ლ. ხუციშვილი

კრებსითი — სრული ვერსია