საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 699
2007 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
დ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
ე) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეთ მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებს შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშის მუნიციპალიტეტები) ზ. გოროზიას.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე